"არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით" | 121 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია საკონსტიტუციოს მიმართავს

გამოქვეყნდა:

121 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია აგრძელებს ბრძოლას "რუსული კანონის" წინააღმდეგ და სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სარჩელი დღეს გაიგზავნება.

"სარჩელთან ერთად სასამართლოს წარედგინება შუამდგომლობა არაკონსტიტუციური ნორმებსი მოქმედების შეჩერების შესახებ. კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ სადაო კანონი ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად", - თქვა გიორგი დავუთურმა, IDFI-ის წარმომადგენელმა.

სარჩელის ავტორები მიესალმებიან, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმაც მიმართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტციო საამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადაო ნორმის მოქმედების შეჩერების შაუამდგოლობას და დააკმაყოფილებს მას. 

"ამასთან გაცნობებთ, რომ ჩვენ ვემზადებით საჩივრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაჩერებლად, შესაფერხებლად, მის სრულ საბოლოო გაუქმებამდე", - თქვა დავითურმა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი