პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილის უსმენენ

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ. მან თქვა, რომ არჩევის შემთხვევაში აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს საკანონმდებლო ორგანოსთან. გაბიტაშვილის განცხადებითვე, მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის ღიაობა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება მისთვის. 

"პროკურატურის ინსტიტუციური სიძლიერე და ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობა უკეთესი საპროკურორო საქმიანობის უპირობო გარანტიაა. მნიშვნელოვანია პროკურორს ჰქონდეს კარიერული განვითარების გამჭვირვალე სისტემა, საკუთარი პოზიციის და სტატუსის დაცვის საკმარისი გარანტიები და ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველმყოფი მითითებები", - თქვა მან.

კომიტეტის შემდეგ საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გადაინაცვლებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი