80 მომხრე, 0 წინააღმდეგი - გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტმა გენერალურ პროკურორად აირჩია. კენჭისყრა რიგგარეშე სესიაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მანამდე გაბიტაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომამ გამოუცხადა ნდობა.
გენერალური პროკურორის პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
გაბიტაშვილი 11 წელი იყო გენერალური პროკურორის მოადგილე.