2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის - ვასილ როინიშვილის ცოლი რუსეთის ფედერაციაში, საჯარო სამსახურში მუშაოდა. კერძოდ, როგორც მოსამართლის დეკლარაციდან ირკვევა, მისი მეუღლე დიანა ცინდელიანი 2023 წელს რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში იყო დასაქმებული.
ისევ რჩება თუ არა ის ოკუპანტი სახელწმიფოს საჯარო სამსახურში, ამასთან დაკავშირებით "მთავარი" მოსამართლეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს:
"მუშაობდა, აღარ მუშაობს, აღარ არის იქ ფიზიკურად. დაახლოებით რამდენიმე თვეა".
როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 2020 წელს გახდა. ის ერთ-ერთია, რომელმაც რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული სარჩელები უნდა განიხილოს.