საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. 

საქმე განსახილველად პლენუმს გადაეგზავნება.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება. პრეზიდენტი სარჩელით ითხოვს კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას.

პრეზიდენტის გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს 17 ივლისს მიმართეს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი