ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი | ტრამპი ოფიციალურად გახდა რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი

გამოქვეყნდა:

დონალ ტრამპი ოფიციალურად გახდა რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი. შეკრებილი საზოგადოებისთვის სიტყვით მიმართვის დროს მან თქვა, რომ აპირებს იყოს მთელი ამერიკის პრეზიდენტი.

"ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და განხეთქილება უნდა განიკურნოს. ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი, იმიტომ რომ ნახევარი ამერიკისთვის გამარჯვება გამარჯვება არ არის", - თქვა ტრამპმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა გასულ შაბათს მომხდარ თავდასხმაზე, რა დროსაც ის დაიჭრა. 

"ამას ჩემგან მეორედ ვერასდროს გაიგებთ, იმიტომ, რომ ეს მართლაც ძალიან მტკივნეულია" - თქვა მან, სანამ ვრცლად იხსენებდა "ლამაზ დღეს", ტრამპმა გაიხსენა, რომ ძლიერი შიშინის ხმა გაიგო და მიხვდა, რომ ყური დაუზიანდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი