ბელარუსის მხარე ამბობს, რომ ბერლინთან კონსულტაციები აქვთ გერმანიის სიკვდილმისჯილ მოქალაქესთან დაკავშირებით

გამოქვეყნდა:

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კავშირშია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 30 წლის გერმანელ რიკო კრიგერის საქმეზე, რომელსაც სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანატოლი გლაზმა სააგენტო BELTA-ს შაბათს განუცხადა.

გლაზის თქმით, ბელარუსმა, საერთაშორისო ნორმებისა და ორმხრივი ხელშეკრულებების სრული დაცვით, ამ პირის საკონსულო ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. 

"გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის გათვალისწინებით, ბელორუსულმა მხარემ შესთავაზა სიტუაციის განვითარების არსებული ვარიანტების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებები. ამ თემაზე კონსულტაციები გრძელდება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების მეშვეობით", - თქვა მან დამატებითი დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ექსტრემისტული ფორმირების შექმნის ან აღნიშნულში მონაწილეობის, ფარული აქტივობის, დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის, ტერორიზმის ბრალდებით. 

ბელარუსულმა მედიამ არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრიგერის საქმე ეხება კალინოვსკის სახელობის ბელარუსულ პოლკში სავარაუდო მსახურებას, რომელიც უკრაინაში იბრძვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი