ოპოზიციის წარმომადგენლებს რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში სარჩელი შეაქვთ

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ოპოზიციის წარმომადგენლები სარჩელს პარლამენტში, დეპუტატ თამარ კორძაიას კაბინეტში აწერენ ხელს. პროცესი დაახლოებით ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დეპუტატები რუსული კანონის გაუქმებას ითხოვენ და ასაჩივრებენ კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შესაბამისობის საკითხს.

გარდა ამისა, რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა პრეზიდენტმა, ასევე არასამთავრობო სექტორმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი