მოსარჩელე, რომელიც პრეზიდენტის განკარგულების გაუქმებას ითხოვს, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია | ის თვლის, რომ თანამდებობაზე თავად უნდა დაინიშნოს

გამოქვეყნდა:

მოსარჩელე, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდენტის განკარგულების გაუქმებისთვის მიმართა, სავარაუდოდ, ადვოკატი მანუჩარ კაკოჩაშვილია, რომელიც წელსაც და  გასულ წელსაც მონაწილეობდა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის შესარჩევ კონკურსში, თუმცა პრეზიდენტმა ის არ შეარჩია და არჩევანი კახა წიქარიშვილზე შეარჩია.

სავარაუდოდ ამით გაღიზიანებულმა კაკოჩაშვილმა საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა და პრეზიდენტის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. კოკოჩაშვილი მიიჩნევს, რომ ერთადერთი, ვინც პრეზიდენტს აღნიშნულ თანამდებობაზე უნდა დაენიშნა, ეს თვითონაა:

"ამავე სარჩელით, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა სამართალწარმოების დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინებით საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნის აკრძალვა (მოსარჩელის გარდა)." ნათქვამია სარჩელში. 

საქალაქო სასამართლოში ამჟამად მოკვლევის პროცესია და საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. იქამდე კი კახა წიქარიშვილის დანიშვნის განკარგულება შეჩერებულია და პრეზიდენტს სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს როგორც პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევა. 

კახა წიქარიშვილი კომენტარის გაკეთებას საქალაქოს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ აპირებს. მანუჩარ კოკოჩაშვილმა კი სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი