ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ საარჩევნო პროგრამა წარადგინა. მხარდამჭერებს ხოშტარიამ მთავარ პრიორიტეტად სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა დაუსახელა.
ხოშტარიას კანდიდატურას ოპოზიციის სრული სპექტრის მხარდაჭერა აქვს. ეთნოგრაფიულ მუზეუმში დღეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მივიდნენ და საკუთარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ერთიან კანდიდატს.
ხოშტარია ვაკეში "ქართული ოცნებიდან" ნოდარ ტურძელაძეს დაუპირისპირდება. ბოლო დროს ჩატარებული კვლევებით, ხოშტარიას ვაკის ოლქში ამომრჩევლების უმრავლესობა უჭერს მხარს და ტურძელაძეს ის პროცენტულადაც უგებს.