24 საათში ჰარისის საარჩევნო კამპანიამ $81 მლნ შეაგროვა, რაც რეკორდია | პოლიტიკური მოლოდინები

გამოქვეყნდა:

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიას იწყებს. დასახელდება თუ არა კამალა ჰარისი დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატად ეს 19 აგვისტოს გახდება ცნობილი, თუმცა მას პარტიის ლიდერების მხარდაჭერა უკვე აქვს და მან უპრეცედენტოდ მოკლე დროში შეძლო შეერთებული შტატების ისტორიაში ყველა დიდი ფინანსური რესურსის მობილიზება კამპანიისთვის 

ბოლო 24 საათში ჰარისის საარჩევნო კამპანიამ 81 მილიონი დოლარი შეაგროვა. ცნობილია ისიც, რომ კამალა ჰარისმა დელეგატების საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერა მოიპოვა იმისთვის, რომ 19 აგვისტოს დემოკრატების ყრილობაზე პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდეს.

დიდი პოლიტიკური გადაადგილებების ფონზე, უცვლელია "ქართლი ოცნების" რიტორიკა, რომელიც ტრამპის ქვეყნის სადავეებთან დაბრუნების მოლოდინშია,  რაც ყველა დიპლომატიური წესის დარღვევაა, რადგან ასეთი შეფასებები პირდაპირ აღიქმება სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის არჩევნებში ჩარევად. რეალურად კი,  სანქციების რეჟიმში მყოფი ოლიგარქის ხელისუფლებისთვის დიდი ალბათობით არაფერი შეიცვლება. 

თუ ქართული ოცნების პოლიტიკურ ბიოგრაფიას გადავხედავთ, ოლიგარქის პარტიას არც ტრამპთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს, ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი ჯერ კიდევ 2019 წელს აფრთხილებდა ქართულ ოცნებას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთისა და რუსული ეკონომიკური გავლენებისგან დაეცვათ. მაშინ პომპეომ ოცნების მთავრობისგან დასტური მიიღო, 5 წლის თავზე კი ქართულმა ოცნებამ საუკუნის პროექტი სანქცირებულ ჩინურ კომპანიას ჩააბარა.

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების იმედად დარჩენილი ოცნების ხელისუფლების რიტორიკას ანალიტიკოსების შეფასებით საფუძველი არ გააჩნია. მიზეზი ისაა რომ ივანიშვილის პარტიის რუსულ პოლიტიკაზე პოზიციები შტატებში ჩამოყალიბებულია და კონგრესის ორივე პალატაში ინიცირებულია "ქართველი ხალხის აქტი" და "მეგობარი აქტი", რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მეგობარი აქტის ავტორი კი ის რესპუბლიკელი კონგრესმენია, რომელიც ტრამპის კამპანიის აქტიური ლიდერია.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი