"დემილიტარიზებული და დერადიკალიზებული" | ნეთანიაჰუმ ისაუბრა მისი ხედვით, როგორი იქნება ომის შემდგომ ღაზა

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კონგრესში სიტყვით გამოვიდა. მან პირობა დადო რომ ღაზის სექტორში "სრულ გამარჯვებას" მიაღწევენ, ისაუბრა ირანიდან მომდინარე საფრთხეზე, ასევე პოტენციურ მომავალ ალიანსზე ისრაელსა და ამერიკის არაბულ მოკავშირეებს შორის.

52-წუთიანი გამოსვლის დროს მან წარმოადგინა "დერადიკალიზებული" ომის შემდგომი ღაზის გეგმის ბუნდოვანი მონახაზი. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს ომს ღაზაში "სანამ არ გაანადგურებს ჰამასის სამხედრო შესაძლებლობებს და მის მმართველობას ღაზაში და ყველა ჩვენს მძევლებს სახლში არ დავაბრუნებთ".

შემდეგ მან წარმოადგინა ის, რაც მან აღწერა, როგორც მისი ხედვა ომის შემდგომი ახალი ღაზას შესახებ.

"ამ დღის ჩემი ხედვა არის დემილიტარიზებული და დერადიკალიზებული ღაზა", - თქვა მან.

მისივე თქმით, ისრაელი არ ცდილობს ღაზის განსახლებას, "მაგრამ ახლო მომავალში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ უსაფრთხოების ძირითადი კონტროლი, რათა თავიდან ავიცილოთ ტერორის აღორძინება, რათა ღაზა აღარასოდეს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის".

პარალელურად ათობით დემოკრატმა ბოიკოტი გამოუცხადა მის გამონათქვამებს და ათასობით პროპალესტინელი დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩაში, მათ დაწვეს ისრაელის პრემიერის ფოტოები და აშშ-ის დროშები. აქციის მონაწილეები ითხოვენ შეწყდეს აშშ-ის მიერ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გადაცემა. პოლიციამ ჯამში 9 ადამიანი დააკავა. 

ანტიისრაელის მომიტინგეები დგანან "ჰამასის" გვერდით და "საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეთ", თქვა ნეთანიაჰუმ და მტკიცების გარეშე დაადანაშაულა, რომ მათ მხარს უჭერს ისრაელის მტერი ირანი.

"რაც ვიცით, ირანი აფინანსებს ანტიისრაელის საპროტესტო აქციებს, რომლებიც ახლა ამ შენობის წინ მიმდინარეობს", - თქვა მან.

ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ დააბრუნებს მძევლებს სახლში, მაგრამ არ ახსენა "ჰამასთან" ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების სტატუსი. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ანკლავში დაღუპულთა რიცვი 40 000-ს უახლოვდება და დიდია საერთაშორისო ზეწოლა შეთანხმების მიღწევაზე.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეტალური მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს ჩარჩო შეთანხმების საბოლოო შეთანხმებად გადაქცევას, მესამე კვირაა გრძელდება. აშშ-ის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ისრაელი და "ჰამასი" ორივე შეთანხმდნენ შეთანხმების ფართო ჩარჩოზე, მაგრამ სპეციფიკა და გადამწყვეტი ტექნიკური მხარეები უნდა ჩამოყალიბდეს. შუამავლები აშშ-დან, ეგვიპტედან და კატარიდან ხელმძღვანელობდნენ ძალისხმევას ამ დეტალების დასასრულებლად. CNN წყარო ეუბნება, რომ ნეთანიაჰუს სურს ბაიდენთან შეხვედრა მანამ, სანამ ისრაელის დელეგაცია ოფიციალურად გადასცემს პასუხს შუამავლებს.

"ჰამასის" მეთაურობით მებრძოლებმა ომი წამოიწყეს 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში შეტევით, ისრაელის მონაცემებით, დაიღუპა 1200 ადამიანი და აიყვანეს 250 ტყვე. დაახლოებით 120 მძევალი ჯერ კიდევ რჩება ტყვეობაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი