მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება. პრესსამსახური ამბობს, რომ კობახიძე საფრანგეთის დედაქალაქში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად იმყოფება.
პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 28 სპორტსმენი იასპარეზებს.
საქართველოს ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი - ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს მიიღებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: