"ოცნება" კრიტიკული მედიის წინააღმდეგ | კომკომი "მთავარისგან" რუსული კანონის მიმღებ დეპუტატებზე ვიდეორგოლის ამოღებას მოითხოვს - ხელისუფლების სამიზნე გახდა TV პირველიც

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე სამი თვით ადრე ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ დამოუკიდებელი ტელევიზიები ხდება. ვიდეოკოლაჟი, რომლითაც "მთავარი არხი" საინფორმაციო გამოშვებაში მაყურებელს რუსული კანონის მიმღები დეპუტატების შესახებ აწვდის ინფორმაციას, კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია. კომისია ეთერიდან ვიდეორგოლის დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს და არხს გაფრთხილებას უწესებს. 

"მთავარი არხის" იურისტის, თამარ მურადაშვილის განცხადებით, კომუნიკაციების კომისიისგან არხს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, თუმცა დაზუსტებულად ამბობს, რომ საქმე სასამართლოში გაგრძელდება.

"ამ საინფორმაციო მასალაში არ არის არანაირი შეფასება, უბრალოდ იყო ფაქტის ამსახველი ინფორმაცია, მიუხედავად ამისა მარეგულირებელმა კომისიამ ჩათვალა, რომ ის არის პოლიტიკური რეკლამა, რომელიც ემსახურებოდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, ანუ "ქართული ოცნების" მომდენო არჩევნებში ამის ხელშეშლას. 

ჩვენ დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ აუცილებლად წავალთ სასამართლოში. ეს არის პირველი პრეცედენტი, გარდა იმისა, რომ არასწორი და უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ, ასევე დაარღვია კანონი, რომ ჩვენ დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება და არ მოგვცა უფლება, რომ წარგვედგინა ან წერილობითი პოზიცია, ან მიგვეღო მონაწილეობა, ეს დამატებითი დარღვევა არის. ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ როგორც კი დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია და პრაქტიკულად უკვე დაწყებულია, კომისია იქნება განსაკუთრებულად ყურადღებით კრიტიკული მედიების მიმართ და აუცილებლად მიიღებენ უფრო მძიმე ზომებს მედიის წინააღმდეგ," - განაცხადა "მთავარი არხის" იურისტმა თამარ მურადაშვილმა. 

"მთავარ არხთან" ერთად ხელისუფლების სამიზნე გახდა "TV პირველიც". თბილისის მერი  "TV პირველის" წინააღმდეგ აღსრულების ბიუროს მიმართავს. კახა კალაძე  სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას მოითხოვს.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიაც და განაცხადა, რომ მმართველი პარტია რუსულ სტრატეგიას იყენებს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი