დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის ბიბლიოთეკამ რუსულ კანონზე კვლევა გამოაქვეყნა | მოსალოდნელია, რომ კანონზე ბრიტანეთის პარლამენტშიც იმსჯელებენ

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის შესახებ, სავარაუდოდ, ბრიტანეთის პარლამენტში იმსჯელებენ. "რუსული კანონის გავლენები საქართველოს პოლიტიკაზე" - ამ სათაურით თემთა პალატის პარლამენტის ბიბლიოთეკამ 30 გვერდიანი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც 5 ქვეთავში დეტალურადაა გაანალიზებული პროცესები, რომლებიც რუსული კანონის მიღების შემდეგ მიმდინარეობს. ასევე, განხილულია "ქართული ოცნების" ხელისუფლების ნაბიჯები. 

დოკუმენტის მიხედვით რუსული კანონის შესახებ ბრიტანელი კანონმდებლები იმსჯელებენ და საქართველოს ხელისუფლების პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის პასუხად კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. თემთა პალატის ბიბლიოთეკის კვლევა კი, სავარაუდოდ, პარლამენტისთვის სახელმძღვანელოს როლს შეასრულებს. 

საერთაშორისო ექსპერტები თანხმდებიან, რომ მაშინ როდესაც "ოცნება" ანტიდასავლური გადაწყვეტილებებით საერთაშორისო პრინციპებს არღვევს, ევროკავშირისა და აშშ-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთისგანაც უნდა ველოდოთ მკაფიო ნაბიჯებსა და გზავნილებს. 

"ალექსანდრე რონდელის ფონის" უფროსი ანალიტიკოსის, გიორგი ბადრიძის თქმით, თემთა პალატის პარლამენტის ბიბლიოთეკა არა მხოლოდ ინფორმაციის შენახვის ადგილია, არამედ არის კვლევითი ცენტრიც, რომელიც "პირველ რიგში მუშაობს პარლამენტის წევრების ინფორმირებისთვის... შესაბამისად ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, საქართველოს ამ ხელისუფლების მიმართ პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად". 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი