ხვალ ოპოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს

გამოქვეყნდა:

ხვალ, 29 ივლისს, ოპოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ  საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.  32 ოპოზიციონერი დეპუტატი რეპრესიული კანონის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შესაბამისობის დადგენას მოითხოვს. 

მანამდე კი საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ რუსული კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის სარჩელი მიიღო  წარმოებაში და ახლა საქმე განსახილველად პლენუმს უნდა გაეგზავნოს.  

სალომე ზურაბიშვილი რუსული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას  და საქმის განხილვის დასრულებამდე  კანონის მოქმედების შეჩერებას მოითხოვს. კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე გაასაჩივრა  არასამთავრობო სექტორმაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი