ოპოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ | სარჩელი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი სარჩელი, 38 ხელმოწერით უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია. ოპოზიცია რეპრესიული, რუსული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები დეტალურად განმარტავენ რამდენად დიდი ზიანის მომტანია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის "ქართული ოცნების" მიერ დამტკიცებული კანონი და რომ მისი მოქმედების პირობებში საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დახურულია. პრეზიდენტის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის სარჩელები ერთობლივად განიხილება, ამის შესახებ პლენუმის თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ განაცხადა და კონკრეტული დროც დაასახელა. ტურავამ, რომელიც მუდმივად ოლიგარქის ხელისუფლების ინტერესებით ხელმძღვანელობს, პლენუმის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევა გამორიცხა, თუმცა არქივი ამავე მოსამართლის სრულიად საპირისპირო არაერთ გადაწყვეტილებას ინახავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი