დღეს პარლამენტი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს

გამოქვეყნდა:

დღეს, 18 სექტემბერს პარლამენტი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილავს. მსჯელობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და თანამდებობაზე გამწესების ახალ პროცედურებს შეეხება.

ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექნება ვალდებულება დაასაბუთოს კანდიდატის შემდეგ ეტაპზე გადასვლის აუცილებლობა. მოსამართლეობის კანდიდატს კი მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება.

ოპოზიცია "ოცნების" კანონპროექტს ფასადურს უწოდებს და ფიქრობს, რომ ცვლილებებში საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული. ვანხილვაში "ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას არ მიიღებს.

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის აზრით კი, ეს ცვლილებები სასამართლო სისტემაში არსებულ რეალურ პრობლემებს ვერ ასახავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი