"1 აგვისტოდან ორგანიზაციებს შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება" | ბრეგაძე არ აკონკრეტებს როგორ მოხდება რუსული კანონის იძულებითი აღსრულება

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მზად არის ტექნიკური ბაზა და მედიაორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს პირველი აგვისტოდან, რუსული კანონის ფარგლებში, მოუწევთ განაცხადის გაკეთება. თუ ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება, ჯერ დააჯარიმებენ, შემდეგ კი იძულებით აღსრულება მოხდება.

"1 აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან ამ კრიტერიუმებში, შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება. [...] თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე კანონში არის გაწერილი, იცით თქვენ კარგად შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას", - თქვა მინისტრმა.

მინისტრმა არ დააკონკრეტა როგორ მოხდება იმ ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაცია ბაზაში, რომლებიც ამას თავად არ გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ, არას არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ არ დაემორჩილებიან აღნიშნულ კანონს. 

რუსული კანონი სამი სარჩელით გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოშიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი