"თანადგომა ჭირში და გვერდში დგომა ლხინში, თუ ინაუგურაციაში" | რა შეფასებები მოჰყვა კობახიძის ირანში კიდევ ერთხელ ჩასვლას

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გაემგზავრა. ეს კობახიძის უკვე მეორე ოფიციალური ვიზიტია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერს თავდაპირველად ჯერ სამძიმარი გამოეხატა, შემდეგ კი "ლხინში" ყოფილიყო ირანის ლიდერის გვერდით.

"როგორც თავად ტრაგიკული ფაქტი დაღუპვისა მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს ქართველი ხალხის სახელით გამოეხატა სამძიმარი. ასევე, რა თქმა უნდა ინაუგურაციაც არის მომენტი, როდესაც, განსაკუთრებით, როცა ეს სამეზობლოს ეხება და ჩვენ სამეზობლოს ეხება, აქაც იქნას გამოხატული შესაბამისად თანადგომა ინაუგურაციის დროს საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად. ასევე იქ, როგორც ვიცით იქნებიან სომხეთის პრემიერმინისტრი, აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი. ანუ ეს არის არა მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, არამედ ჩვენი ისტორიულ-კულტურული კავშირები, რომელიც რეგიონში არსებობს, რომელიც რა თქმა უნდა გვავალდებულებს ჩვენ როგორც ერს და ქვეყანას, რომ შესაბამისი თანადგომა ჭირში და გვერდში დგომა ასევე ლხინში, თუ ინაუგურაციაშიც გამოვხატოთ," - განაცხადა პაპუაშვილმა. 

"ერთიანობის" ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საქართველო რუსეთის ერთ-ერთი გავლენის სფეროს ბანაკის წევრია და "ინაუგურაცია იქნება თუ სხვა ტიპის ღონისძიება აუცილებლად ჩადის და ესწრება. სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრები და კოლეგები ამ "ერთობაში" არიან ბელარუსი, რუსეთის ფედერაცია, ირანი". 

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, ირაკლი კობახიძე ყველაზე აქტიურად გაპრემიერებამდეც და მას შემდეგაც მოძრაობს ჩინეთსა და ირანში: "ეს არის ქვეყნების კლუბი, რომელიც არის პირადად კობახიძისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის ორგანული და ეს არის კლუბი ქვეყნების, სადაც ცდილობენ, რომ შეათრიონ საქართველო". 

შეგახსენებთ, რომ მანამდე პრემიერმინისტრი ირანში, ირანის ყფილი პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.  იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი