კონგრესში გამართული ხმაურიანი განხილვის კვალდაკვალ საქართველო მსჯელობის მთავარი თემა იქნება დღეს სენატში. მთავარი მომხსენებელი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ობრაიანია, რომელიც ზედმიწევნით ინფორმირებულია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და პოლიტიკური კრიზისის შესახებ. რუსული კანონის პარალელურად, სენატორები დღეს ქვეყნისთვის გარდამტეხ არჩევნებზე ფოკუსირდებიან და არ არის გამორიცხული, დღესვე გაიმართოს მსჯელობა "ქართველი ხალხის აქტზე". ეს ის დოკუმენტია, სადაც საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერასთან ერთად გათვალისწინებულია სანქციები ოლიგაქიული რეჟიმის იმ წარმომადგენლების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლაზე.