Bellingcat: რუსეთი ოჩამჩირის პორტში სამხედრო საზღვაო ბაზას დაჩქარებულად აშენებს

გამოქვეყნდა:

რუსეთი ოჩამჩირის პორტში სამხედრო საზღვაო ბაზას დაჩქარებულად აშენებს - ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯგუფი Bellingcat ავრცელებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს პორტი რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება, რადგან ის რუსული სამხედრო გემებისთვის თავშესაფრის ფუნქციას შეასრულებს.

სატელიტური გამოსახულებების ანალიზის შემდეგ Bellingcat-ის წარმომადგენლებმა ოჩამჩირეში დააფიქსირეს რამდენიმე ახალი შენობა-ნაგებობა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის აშენებას გეგმავს, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა, თუმცა ოფიციალურ მოსკოვს ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი