საანქციების მოლოდინში მყოფი "ქართული ოცნება" ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებლობას სრულად იხსნის და ხელს ისევ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოსკენ იშვერს. სახელმწიფო დეპარტამენტისა და სენატის გზავნილების მთავარი მოპასუხე დღეს პრემიერმინისტრი იყო. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გადასახედია, თუმცა ოლიგარქის ხელისუფლება გადატვირთვის პოლიტიკას მხოლოდ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ითხოვს. მოცემულობა უცვლელია, ოფიციალური ვაშინგტონი ივანიშვილის პარტიასთან მიმართებით პოზიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეცვლის, თუ მმართველი გუნდი დაუბრუნდება დემოკრატიულლ რელსებს, მთავარი ტესტი კი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც გამჭვირვალედ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს.