"არ ვიცი, რაზეა საუბარი, რა ტრანშზე, ან რა პროექტზე" | დავითაშვილი აშშ-ის 95-მილიონიანი დახმარების შეჩერებაზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფის შეჩერებაზე კომენტარის გაკეთება ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს მთავრობის სხდომის დასურლების შემდეგ მოუწია. როგორც მედიის კითხვის პასუხად დავითაშვილმა განაცხადა, მან არ იცის რა ტრანშზე თუ დახმარებაზეა საუბარი. რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, საქართველოს ხელისუფლება ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

"საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია, მკაფიოდ მინდა, განვაცხადო, ეს არის ძალიან ცალსახა, შესაბამისად, ჩვენთვის დაახლოება და პარტნიორობა დასავლეთთან ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც იყო ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მათ შორის აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობას. კონკრეტულად ამ დახმარებაზე ვერაფერს გეტყვით. მე არ ვიცი, რაზეა საუბარი. ალბათ, უფრო მეტი განმარტება იქნება, კონკრეტულად რა ტრანშზე, ან რაზე იყო ლაპარაკი, რა პროექტზე. მე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია." - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი. მიზეზად საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები სახელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი