თავდასხმა თანასოფლელზე და გდდ-ის დაკავებული ინსპექტორი | სპეცრაზმელის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი მძიმე დანაშაული, სადაც ბრალდებული მოქმედი სპეცრაზმელია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება. გამოძიებით დადგინდა, რომ დემეტრე რევაზაშვილი თანასოფლელს დაესხა თავს და სასტიკად სცემა. ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას ნდობით აღჭურვილი პირი ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და მის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

დაზარალებული რევაზ მიხანაშვილის ოჯახი კი ამტკიცებს, რომ ბრალდებულ სპეცრაზმელთან ერთად დანაშაულში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. 51 წლის, სასტიკად ნაცემი კაცი კი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი