"[რუსული] კანონის ძალაში შესვლის ფონზე, EU საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს" | სტანო

გამოქვეყნდა:

"[რუსული] კანონის ძალაში შესვლის ფონზე, ევროკავშირი საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს", - ამის შესახებ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან ინტერვიუში ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო საუბრობს.

ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური "საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით სერიოზულად შეშფოთებული რჩება". მისი თქმით, [რუსული] კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე უკანგადადგმული ნაბიჯია. 

სტანო ამბობს, რომ ევროკავშირმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან პოლიტიკური კონტაქტები მოკლევადიან პერსპექტივაში უკვე შეამცირა. 

"[საქართველოს] მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ", - თქვა მან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი