"დაავალე მიშას" - რუსთაველი პენსიონერები მე-3 პრეზიდენტს პენსიის 400 ლარამდე გაზრდას ავალებენ

გამოქვეყნდა:

რუსთველი პენსიონერები, ამბობენ რომ 250 ლარი პენსია არასაკმაროსია და ის თვიდან-თვემდე არსებობისთვის არ ჰყოფნით. პენსიონერები საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს "დაავალე მიშას" კამპანიის ფარგლებში პენსიის მინიმუმ 400 ლარამდე გაზრდას ავალებენ.

ვავალებ, რომ ყველაფერი იღონოს ქვეყნის გადასარჩენად. თუ ქვეყანა გადარჩება პენსიონერიც გადარჩება. მინიმუმი მაინც 400 ლარზე ნაკლები, არცერთ შემთხვევაში, - თქვა ერთ-ერთმა პენსიონერმა.

კამპანია "დაავალე მიშას" რამდენიმე დღეა დაიწყო. მის ფარგლებში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოსახლეობის პრობლემებს მოისმენენ და პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი, თანაგუნდელებთან ერთად მათ მოგვარებას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ 7 სექტემბერს დაასახელა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი