საზღვრის კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა | მესამე პრეზიდენტის მიმართვა ოლიგარქ ივანიშვილს

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პატიმრობას მართლმსაჯულების დაცინვას უწოდებს მესამე პრეზიდენტი, რომელიც სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო.

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააყალბებს, ამიტომ მესამე პრეზიდენტი საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილმა ოლიგარქ ივანიშვილსაც მიმართა.

მართლაც საოცრებაა ასეთი დაცინვა და აბუჩად აგდება მართლმსაჯულების, როცა თქვენ შეგიძლიათ, უსაშველოდ მასამართლოთ და მრავალი წელი გავიდეს. და მე მინდა, ვუთხრა ივანიშვილს, ყველა რეკორდი მოხსენი უკვე შენ. გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ გაუშვა ყველა პოლიტპატიმარი. სადამდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები. დღეს 2 საათზე სოსო ბაბაევის პროცესია გორში, სადაც იარაღი ჩაუდეს და პირველად მოსამართლემ გაუშვა მოდებაძემ და ახლა აპირებენ, რომ უკან შეაბრუნონ ციხეში სრულიად თითიდან გამოწოვილი ბრალდებით. იმდენად სასაცილოები ხართ უკვე მართლა, რომ ეს არის ჩემი საარჩევნო ავტობუსი, აწერია "Free Misha", სამ მძღოლს ააღებინეს უკვე ხელი ამ ავტობუსის ტარებაზე. სამი მძღოლი დააშინეს და მფლობელი დააშინეს ავტობუსის. ავტობუსის რომ გეშინია, სხვაზე რაზე გაქვთ საუბარი, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი