აშშ დამატებით სამხედრო გემებსა და გამანადგურებლებს გზავნის ახლო აღმოსავლეთში

გამოქვეყნდა:

პენტაგონის განცხადებით, აშშ დამატებით სამხედრო გემებსა და გამანადგურებლებს განათავსებს ახლო აღმოსავლეთში, რათა დაეხმაროს ისრაელს თავდაცვაში, ირანისა და მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების შესაძლო თავდასხმებისგან. 

რეგიონში კვლავ მაღალია დაძაბულობა ირანში "ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობისა და ლიბანური მებრძოლთა ჯგუფის "ჰეზბოლას" მთავარი მეთაურის მკვლელობის გამო.

პენტაგონმა განაცხადა, რომ სარაკეტო თავდაცვის ძალები განლაგებისთვის მზადყოფნის მდგომარეობაში იყვნენ.

"ჰამასის" ლიდერი ოთხშაბათს თეირანში მოკლეს. ირანი და "ჰამასი" თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებენ, რომელსაც ოფიციალური განცხადება აღნიშნულზე არ გაუკეთებია. ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს დასჯით დაემქურა.

62 წლის ჰანიე ფართოდ განიხილებოდა "ჰამასის" საერთო ლიდერად და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ღაზის სექტორში. მისი სიკვდილის შესახებ ცნობა გავრცელდა რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც ისრალემა განაცხადა, რომ მოკლა ფუად შუკრი, "ჰეზბოლას" მეთაური. 

პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი განლაგება "გააუმჯობესებს აშშ-ს ძალების დაცვას... გაზრდის მხარდაჭერას ისრაელის თავდაცვისთვის და... უზრუნველყოფს აშშ-ის მზადყოფნას უპასუხოს სხვადასხვა გაუთვალისწინებელ სიტუაციებს". განცხადებაში აღნიშნულია, რომ განლაგება მოიცავს დამატებით ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისუნარიან კრეისერებს და გამანადგურებლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი