"ალიევმა გასცა ბრძანება, ქართულმა მხარემ კი შეასრულა" | აფგან მუხთარლი თბილისში აფგან სადიგოვის დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

"ალიევმა გასცა ბრძანება, ქართულმა მხარემ კი შეასრულა, ისევე როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა" - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლმა განაცხადა და თბილისში გამოძალვის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავებას გამოეხმაურა. 

აფგან მუხთარლის განცხადებით, საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლება ერთობლივად მოქმედებს და შესაბამისი დავალების შემთხვევაში ივანიშვილის ხელისუფლება დააკავებს ყველას და გააძევებს საქართველოდან. 

"ვფიქრობ, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას  აფგანის  დეპორტაციის შესახებ ბაქოში უკვე მას დააკავებენ. აფგანი ორჯერ იყო აზერბაიჯანში დაკავებული პოლიტიკური მოტივით. ალიევის რეჟიმს არ სურს, რომ ვინმემ აკრიტიკოს. სადღეისოდ, აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, გაზეთები, ონლაინგამოცემები არ არსებობს.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ივანიშვილის რეჟიმი და აზერბაიჯანის ხელისუფლება ერთობლივად მოქმედებენ ამჯერადაც. ალიევმა გასცა ბრძანება, ქართულმა მხარემ კი შეასრულა, ისევე როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა, საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ორი რუსი აქტივისტიც გაიტაცა და დღეს ისინი რუსეთში ციხეში არიან. ივანიშვილის ხელისუფლება დააკავებს ყველას და გააძევებს საქართველოდან, ასეთი დავალებების შესაბამისად," - განაცხადა აფგან მუხთარლმა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გუშინ დააკავეს. მისი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი