პირი, რომელმაც ფოტოები მომაწოდა მზადაა გამოძიების კითხვებს უპასუხოს - რამიშვილი

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მედიასთან საჯაროდ გაამხილა პირის ვინაობა, რომელმაც მას სატელიტის ფოტოები მიაწოდა. მისი თქმით, "სპუტნიკ ჯორჯიას" წარმომადგენილი, დავით ფურცხვანიძე მზადაა გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.

რამიშვილმა მას უთხრა, რომ პროკურატურას მასზე ინფორმაციას და მონაცემებს მიაწვდიდა, რათა საგამოძიებო უწყებამ დაკავშირება შეძლოს. 

მზად ხართ და ადასტურებთ, რომ ეს ფოტოები თქვენგან მივიღე?! - კითხა რამიშვილმა

კი, ბატონო. შეგიძლიათ უთხრათ, რომ მაგ საქმეს მე ახლა კი არა უფრო ადრე ვიკვლევდი, თუ აინტერესებთ. მე ამ საქმეს ახლა კი არა, უფრო ადრე ვიკვლევდი და შემიძლია ვუთხრა, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დამედასტურებინა - ეს გოგონა არის მოკლული და ეს არ იყო თვითმკვლელობა, - უპასუხა პირმა ტელეფონზე.

რაც შეეხება უცხო დნმ-ს, პროკურორმა დღევანდელ ბრიფინგზე ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა, რომ ე.წ უცხო დნმ ჩანთაში იყო მოთავსებული, ჩანთა კი შესაბამისად საქმეში იყო ამიტომ, მას არ შეიძლებოდა საქმეში რამე შეეცვალა.

როდესაც თავდაპირველად ჩატარდა ექსპერტიზა აღმოჩნდა, რომ სამი უცნობი დნმ იყო აღმოჩენილი ავტომობილში. შემდეგ კვლევამ დაადასტურა, რომ ორი მათგანი, რომელიც ავტომობილის სალონის ზედაპირზე იყო მოცემული, ეკუთვნოდა თეონა თამაზაშვილს და ბაჩალიაშვილის ძმას. დღის წესრიგში დადგა მხოლოდ 1 უცნობი პირის დნმ. ე.წ დნმ რომლის იდენტიფიცირებაც ამ ეტაპზე ვერ მოხდა განეკუთვნება დნმ-ს რომელიც ამოღებულია პირბადიდან, ეს პირბადე თავისი არსით მოთავსებული იყო ბაჩალიაშვილის ჩანთაში. ეს პირბადე მოთავსებული იყო ბაჩალიაშვილის საქმეში, - თქვა ამირან გულუაშვილმა.

კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც დღეს პროკურორმა უპასუხა მეხსიერების ბარათებს ეხება. თეონა თამაზაშვილი ამტკიცებდა, რომ მეორე "ფლეშკა" კომპიუტერთან ერთად გაატანა, პროკურატურა აცხადებს, რომ თამაზაშვილის ხელმოწერილი ოქმით დასტურდება, რომ საქმეში მეორე მეხსიერების ბარათი არ არსებობს.

 შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დღეს ასევე გაასაჯაროვა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია იყო. მათივე განცხადებით,  გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი