ქართულმა ოცნებამ ბიზნეს დაუბრუნა ღირსება და თავისუფლება - ნათია თურნავა

გამოქვეყნდა:

პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას წარდგენას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით თურნავას გამოსვლა სულელური და საზოგადოებისთვის შეცდომაში შმყვანი იყო. 

თურმე საქართველოს არამოქალაქეებს კარანტინში რომ მოუწევთ გასვლა და ოჯახის წევრი საქართველოს მოქალაქე რომ ჰყავთ თქვენ აძლევთ უფლებას, რომ შეუერთდეს კარანტინში?! ასეთი დიდსულოვანები ხართ?! ეს არის თქვენი მიდგომა, სიცრუე, ტყუილი და უტიფარი თავის ქება, - თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

კრიტიკის პასუხად ნათია თურნავამ 2008 წლის პერიოდი გაიხსენა და ოპოზიციას უთხრა, რომ მაშინ ხელისუფლების წევრები ქვეყნიდან გარბოდნენ.

ქართულმა ოცნებამ, ბიზნეს დაუბრუნა ღირსება, თავისუფლება და ეს ასახულია უამრავ საერთაშორისო დოკუმენტებში. როდესაც ვსაუბრობთ კრიზისთან გამკლავებაზე, ნუ მოგაქვთ თავი თითქოს თქვენ გაქვთ უპირატესი რეცეპტი კრიზისების მართვის ჩვენთან შედარებით, თქვენი ნამართი კრიზისი ჩვენ ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დღევანდელი თქვენი და თქვენი მეგობარი პოლიტიკური ძალის ლიდერები, ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი რომელზე ქვეყნის დასატოვებად, - თქვა ნათია თურნავამ. 

"ევროპული საქართველოს" დეპუტატის, სერგი პაკანაძის შეფასებით ნათია თურნავა ჩაფლავებული ხელისუფლების ჩაფლავებული მინისტრია.

შეგახსენებთ, რომ ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი