ოპოზიციის თქმით, ოზურგეთის საოლქო კომისიაში ე.წ. დამოკიდებელი წევრები კანონის დარღვევით დაინიშნენ. 14 სექტემბერს სხდომიდან კენჭისყრამდე გამოაძევეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, დავით მჟავანაძე.
ოპოზიცია ითხოვს ოლქის თავმჯდომარის, ბერდია ლომიძის უფლებამოსილების შეჩერებას. თავის მხრივ, ლომიძე ამტკიცებს, რომ ჯერ კენჭისყრა ჩატარდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაატოვებინეს დავით მჟავანძეს ოზურგეთის კომისია.
ოლქის უკანონო თავმჯდომარის დავალებით პოლიციამ მჟავანაძეზე იძალადა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ცესკოს სხდომა გახდება ბერდია ლომიძის გათავისუფლების საფუძველი. ეს არის ერთადერთი მართებული ნაბიჯი, რაც კი შეუძლია, რომ გადადგას დღეს თამარ ჟვანიამ, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინათინ ბოკუჩავა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თქმით, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში დამტკიცებული ყველა საუბნო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ე.წ. ნეიტრალური საარჩევნო პირები "ქართულ ოცნებას" უკავშირდებიან. გაერთიანებულმა ოპოზიციამ 12 სექტემბერს საკითხი შეისწავლა და მათ დაადგინეს, რომ 73 დამოუკიდებელი წევრიდან 42 "ოცნების" მხარდამჭერია.