საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სამართლის სკოლის პროექტი აშშ-ის დაფინანსების გარეშე რჩება | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის სარკისებური ეფექტი - საკონსტიტუციო სასამართლო ამერიკული დაფინანსების გარეშე რჩება. საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეუჩერა დაფინანსება, რომელიც სასამართლოს 15 წლის განმავლობაში უწყვეტად მიეწოდებოდა. საუბარია საზაფხულო სამართლის სკოლის პროექტზე, სადაც მოსმართლეების და იურისტების გადამზადება ყოველწლიურად ხდებოდა. "ქართული ოცნების" რუსული კანონის შედეგად კი 15 წლის განმავლობაში პირველად იურისტები კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე რჩებიან.

მოსალოდნელი იყო, რამეთუ როდესაც "ქართულამ ოცნებამ" მიიღო ეს რუსული კანონი და აამოქმედა თავისი ანტიდასავლური რიტორიკა, ბუნერივია რეაქციები წამოვიდა და ერთ-ერთი იყო, რომ სამთავრობო პროექტების დაფინანსებას გადახედავდა აშშ და, როგორც ჩანს, ეს ამის ფარგლებში მხოლოდ იმიტომ რომ სასამართლო ხელისუფლების პროექტი როგორც ელისუფლების ერთ-ერთი შტო მისი პროექტი ფინანსდებოდა და ბუნებრივია, ეს სავარაუდოდ ამის ფარგლებში მოხდა, - ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, მაია კოპალეიშვილი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი