სახდეპი თბილისს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, - ამის შესახებ X-ზე ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ სახდეპის სპიკერზე დაყრდნობით წერს. 

"ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ცნობებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის". - მითხრა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა", - დაწერა რაუფოღლუმ X-ზე. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს 
დააკავეს. რამდენიმე კვირით ადრე მას თბილისის აეროპორტში არ მისცეს უფლება ბაქოს გარდა სხვა მიმართულებით გაფრენილიყო.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი