
ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანში "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობაზე თავადაა პასუხისმგებელი. ინფორმაციას გამოცემა Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ ისრალემა უარი თქვა ჰანიეს მკვლელობაზე კომენტარსი გაკეთებაზე, მაგრამ მაშინვე აცნობა აშშ-ს ოფიციალურ პირებს, რომ მომხდარის უკან თვითონ იდგა.
გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, გასულ კვირას, ჰანიას სიკვდილის შემდეგ, "დაძაბული" საუბარი შედგა. მიუხედავად ამისა, გამოცემის ცნობით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ ბაიდენი მზად არის განახორციელოს მნიშვნელოვანი ზეწოლა ისრაელზე, რათა შეეცადოს შეაჩეროს მისი ქმედებები.
Washington Post-ის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა გაკვირვებით და აღშფოთებით უპასუხეს ჰანიეს მკვლელობას, რომელიც მათ მიიჩნიეს, როგორც მარცხი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფისთვის ძალისხმევისთვის - პროცესი, რომელიც მათ სჯეროდათ, რომ პროგრესირებდა, იტყობინება სამი ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ისმაილ ჰანიე 31 ივლისს მოკლეს, რის შემდეგაც ირანი ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრა.