
"ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, განგრძობადი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში", - ამ მხარდამჭერი განცხადებით ეხმაურება, ჰელსინკის კომისია 16 წლის რუსეთის საქართველოში შემოჭრას და განცხადებას ავრცელებს.
''რუსეთი საქართველოში 16 წლის წინ შეიჭრა და ისევ აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების 20%-ის ოკუპირებას. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, განგრძობადი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მისი სუვერენიტეტისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად. #არაოკუპაციას '' - წერია განცხადებაში.