"ეს რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და ოკუპაცია იყო" | მილერი აგვისტოს ომზე

გამოქვეყნდა:

"ეს რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და ოკუპაცია იყო", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის დღევანდელი განცხადება ძალიან მკაფიო იყო: ეს რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და ოკუპაცია იყო. უკანონო შეჭრა, რასაც მოჰყვა უკანონო ოკუპაცია, რომელიც რუსეთის მხრიდან დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ისინი ტერიტორიების მისაკუთრებისთვის ცდილობენ, სრულიად დაუსაბუთებელია, - განაცხადა მილერმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი