
უკრაინამ მექსიკის მთავრობას რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის დაკავების თხოვნით მიმართა, იმ შემთხვევაში, თუ ის დაესწრება პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციას პირველ ოქტომბერს.
უკრაინის საელჩო მექსიკაში ამბობს, რომ ინაუგურაციაზე მიიწვიეს ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ქვეყანას შეახსენა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული აქვს პუტინის დაპატიმრების ორდერი.
"ვიმედოვნებთ, რომ მექსიკის მთავრობამ იცის ის ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინი არის სამხედრო დამნაშავე, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინელი ბავშვების რუსეთში გატაცებაში და იძულებით დეპორტაციაში, რომლის დაკავების ორდერი გაცემულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რომლის იურისდიქცია მოქმედებს მექსიკაში", - ამბობს უწყება.
საელჩო დარწმუნებულია, რომ მექსიკის მთავრობა აღასრულებს პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერს.