ცენტრ "ემპათიას" დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები ბაჩალიაშვილის საქმეზე გაუგებარი და არაადეკვატურია.
თუ ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ამ დრომდე პროკურატურას ხელთ ჰქონდა შეუსაბამოა რეალურად მომხდართან, მაშინ, გაგებარია, რატომ იძიებდა საქმეს უწყება მათი მიხედვით. გამოძიებამ საზოგადოებას უნდა გასცეს ნორმალური პასუხი, თანდართული მტკიცებულებები. ნაცვლად ამისა, ჩვენ ხშირად ვერც კი ვიგებთ, ზუსტად რას ემსახურება გამოძიება - ამბობს ჯიშკარიანი "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი".
გარდა ამისა, ჯიშკარიანისათვის მიუღებელია ბაჩალიაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის გავრცელება იმ დოზით, როგორც ამას პროკურატურა აკეთებს.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის თქმით, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გასაჯაროებული სატელიტის კადრები დამონტაჟებული და ყალბია. გარდა ამისა, პროკურორმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე სამართლებრივი რეაგირება საგამოძიებო უწყებას აუცილებლად ექნება.
ცნობისთვის, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ პირი, რომელმაც სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დავით ფურცხვანიძეა. "მთავარი არხის" ცნობით, ფურცხვანიძე რუსული პროპაგანდისტული მედიის, "სპუტნიკ საქართველოს" წარმომადგენელია.