ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, კამალა ჰარისთან დებატები სამჯერ გამართოს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი კონკურენტ კამალა ჰარისთან დებატების სამჯერ გამართვის მზადყოფნას გამოთქვამს. 

შეთანხმების შემთხვევაში, დებატები აშშ-ის მთავარი ტელევიზიების ეთერში გაიმართება: 4 სექტემბერს - Fox News-ზე, 10 სექტემბერს NBC-ზე, 24 სექტემბერს კი ABC-ზე. ტრამპის თქმით, ტელემაუწყებლების ხელმძღვანელები აღნიშნულ შეთავაზებაზე თანახმა არიან, თუმცა ახლა ის ჰარისის თანხმობას ელოდება. 

მანამდე დონალდ ტრამპი დებატების შეთავაზებას Fox News-სგან დათანხმდა, თუმცა ამაზე კამალა ჰარისმა უარი განაცხადა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი