პოლიტიკური შანტაჟი ოპონენტებზე - თავდასხმა ხაბეიშვილის ოფისზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის სამუშაო ოთახს გვაიან ღამით დაარბიეს. უცნობი პირები აფრიკის დასახლებაში ოფისს ღამის 2 საათისთვის უამრავი სათვალთვალო კამერის წინ დაესხნენ. კამერები, რომელმაც თავდამსმელები უნდა გამოავლინოს, პოლიციას ამ დრომდე არ ამოუღია. 

ძალადობა და შანტაჟი "ოცნების" ხელწერა არაა - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ხაბეიშვილის ოფისზე თავდასხმას. უმრავლესობის დეპუტატი დღეს უარყოფდა იმას, რასაც მათი დაქირავებული ადამიანები მათ შორის "ოცნების" წევრებიც კამერების წინ ღიად აკეთებდნენ.

მიუხედავად ვოლსკის მტკიცებისა, რომ ძალადობრივი სქემა "ქართული ოცნების" ხელწერა არ არის, ასეთ უამრავ ფაქტს "მთავარი არხის" არქივიც ინახავს. "ოცნების" აქტივისტები ოპოზიციური შტაბის დარბევაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ზუგდიდიში 2019 წელს, როცა ერთი საათის განმავლობაში, ხელისუფლებას დაქვემდებარებული ადამიანები ენმ-ს ოფისს კვერცხებს, ცოცხებს, კასრებსა და ყავარჯნებს ესროდნენ, პოლიცია კი დიდი ხნის განმავლობაში არ რეაგირებდა.. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი