"მთავარი არხის" შეკითხვას, რა ბედი ელის ეროვნულ ვალუტას და როდის შეჩერდება კურსის ყოველდღიური გაუფასურება, პრემირმინისტრი გიორგი გახარია ასე პასუხობს: "რა არის ეს, რა წესია? რა კითხვას მისვამ?"
გიორგი გახარია ქუთაისში, "ქართული ოცნების" პარტიულ ღონისძიებას დაესწრო. გახარიამ და მთავრობის მაღალჩინოსნებმა ბაგრატის ტაძრის ეზოში "ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. იმის გამო, რომ ღონისძიება ბაგრატის ტაძრის ეზოში ჩატარდა, ბაგრატის ტაძრიდან დღეს მთავრობის მეთაურის ვიზიტისთვის ის ადამიანები გააძევეს, რომლებიც წლებია მოწყალებას ითხოვენ.