სტრატეგიული პარტნიორების უმკაცრესი გზავნილები ოლიგარქის ხელისუფლებას | აშშ-ის ორპარტიული დელეგაციის ვიზიტი დასრულებულია

გამოქვეყნდა:

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ყველაზე კრიტიკული შეფასებები. ასეთი პირდაპირი და ღია გზავნილები ამერიკელ კანონმდებლებს აქამდე არ გაუჟღერებიათ. ისინი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ამჟამინდელი ურთიერთობით იმედგაცრუებული არიან. ორპარტიული და ორპალატიანი დელეგაციის წევრებმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს.

სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა არ დამალეს, რომ აშფოთებთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები. სწორედ არჩევნებია ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ისინი საქართველოში იმყოფებიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი