"ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" მაჟორიტარობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. დეპუტატმა დღეს რუისში, კეხიჯვარში, ურბნისსა და სასირეთში კარდაკარ მოიარა ოჯახები და მათ პრობლემებს გაეცნო.
სოფლებში, რომლებიც სასმელი და სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი, მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. რუისში, კეხიჯვარში, ურბნისსა და სასირეთში მძიმე ეკონომიკურ ვითარებას სოციალური პრობლემებიც ემატება. სოფლებში სარწყავი არხები დამშრალი და დაბინძურებულია, გზები კი სარეაბილიტაციო.
მაჟორიტარობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე, მოსახლეობას, გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას დაპირდა.
შეგახსენებთ, რომ ორგზის მოწვევის პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ხაშურის, ქარელისა და გორის ნაწილის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.