არასამთავრობო სექტორი რუსულ კანონს სტრასბურგში გაასაჩივრებს. სარჩელი უკვე მზადაა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რამდენიმე დღეში გაიგზავნება.
მესამე სექტორი ხელისუფლების ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირებაზე უარს ამბობს.
შეგახსენებთ, რუსული კანონი საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოშიცაა გასაჩივრებული, თუმცა მისი განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა.