ოპოზიცია ხელისუფლებას ცუცქირიძეზე თავდასხმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ, ლაშა ცუცქირიძეზე თავდასხმას და ცემას ოპოზიციური პარტიები აფასებენ. მათი განცხადებით, ეს "ქართული ოცნების" ხელწერაა და მმართველი გუნდი ოპონენტების დაშინებას მათზე ფიზიკური ზეწოლით ცდილობს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ყველა წევრს მსგავს ქმედებებზე პასუხის გება მოუწევს.

უცვლელია ქართული ოცნების ხელწერა, როგორც კი ახლოვდება არჩევნები ისინი გადადიან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ბუნებრივია, ისინი ხვდებიან იმასაც, რომ მათი მარცხი ამ არჩევნებზე გარდაუვალია და აგონიურ ქმედებებზე არიან გადასულები, ფიქრობენ რომ ასეთი ქმედებებით ვინმეს დააშინებენ, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახალისებს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს მომხდარი და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ დამნაშავეები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი დასტური, რომ ამ თავდამსხმელთა უკან დგას ქართული ოცნება, - თქვა ოთო კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ცუცქირიძეს გუშინ, 18 სექტემბერს, გვიან ღამით თავს უცნობი პირები დაესხნენ. მას თავი აქვს გატეხილი და ტუჩი გახეთქილი. ცუცქირიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი