"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს, თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

თავდასხმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ, ლაშა ცუცქირიძეზე. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ინფორმაციას თეონა ცუცქირიძე სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს. 

ცნობილია, რომ ლაშა ცუცქირიძეს თავს ნიღბიანი პირები თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე დაესხნენ. მას თავი აქვს გატეხილი და ტუჩი გახეთქილი. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის წარმომაგდენლებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის. 17 სექტემბერს, გვიან ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. 16 სექტემბერს დმანისში, "მთავარი არხის" ჟურნალისტს "ქართული ოცნების" დეპუტატი, დაჭრით დაემუქრა.  15 სექტემბერს კი დმანისში, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი