
"[რუსული] კანონი დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება... ამან შესაძლოა, ქართველ ხალხს EU-ს წევრობა წაართვას", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი X-ზე წერს.
"ვწუხვარ, რომ საქართველოში უცხოელი აგენტების კანონი დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება... შესაძლოა, ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობა წაართვას, რაც მძიმე შეცდომა იქნება. ძალიან დაგვიანებული არ არის, რომ საქართველოს პარლამენტმა გეზი შეიცვალოს", - დაწერა კარდინმა.