რუსეთიდან მართული ტროლები "ქართული ოცნების" სამსახურში. "ფეისბუქისა" და "ინსტაგრამის" მფლობელმა კომპანია META-მ ათეულობით ანგარიში და გვერდი დახურა, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან იმართებოდა და "ქართული ოცნების" პროპაგანდაში იყო ჩართული. სულ გაუქმებულია 76 ფეისბუქ ანგარიში, 30 გვერდი, 11 ინსტაგრტამ ანგარიში.
ქსელი აქტიურად იყო დაკავებული რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსული აქტივისტების გაშავებით, ავრცელებდა ანტიევროპულ დეზინფორმაციას, აღვივებდა პოლარიზაციას საზოგადოებაში და აზიარებდა პრორუსი ოლიგარქის პარტიის მთავარ გზავნილებს. რუსეთიდან მართულმა ქსელმა შეცდომაში შემყვანი გზავნილების რეკლამისთვის 80 000 დოლარმდე დახარჯა.
ეს პირველი შემთხვეაა, როცა ქართული ოცნების ტროლების ქსელი პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა მტკიცებულებების მიუხედავად, ივანიშვილის პარტია საპირისპიროს ამტკიცებს, და ამბობს რომ არ იცის რაზეა საუბარი.
იხილეთ ასევე: